ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრის თემას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მისი მნიშვნელობა და სარგებლობის წესები წარმოადგენდა. ადვოკატებს აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით სოლომონიამ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.
შეხვედრა პროექტის „მეტი ინფორმაციისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო შეხვედრებისა და ლექციების ჩატარებას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ვიზის ვიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე